logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

აუზი Pool 53 - წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-მდე გაიზარდა

pool 53-ის დამფუძნებლის ირინა ასკურავას განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე მომხმარებლების მხრიდან აუზზე მოთხოვნა 30%-მდე გაიზარდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მათი მომხმარებლები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები იყვნენ.

"მიმდინარე წლის სეზონი უკვე დაიხურა და მუშაობას 2025 წლის მაისში განვაახლებთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად, სრული პაკეტით სარგებლობდნენ - როგორც აუზით, ასევე ბარის სივრცით. დღეში 100 სტუმრიდან, 40 უცხოელი იყო", - აღნიშნა ირინა ასკურავამ.

ცნობისთვის, აუზი pool 53 მცხეთის შესასვლელში, ცნობილი "სალობიეს" მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ობიექტს ერთდროულად დაახლოებით 85 ადამიანის მიღება შეუძლია.

გამოგვყევით