logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

1726566192

  • ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ შეასრულებს
  • საცხოვრებელი კომპლექსი ორი მრავალსართულიანი კორპუსითა და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებით 2026 წელს ჩაბარდება

 დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ თანამშრომლობას იწყებენ. პირველი ერთობლივი პროექტი „მეტროპოლ ქავთარაძეა“, სადაც სამშენებლო სამუშაოებს „ანაგი“ წარმართავს. კომპანია, რომელსაც  სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, რომ კომპანიებისთვის ეს თანამშრომლობა - საპასუხისმგებლო, მომხმარებლისთვის კი ხარისხის დამატებითი გარანტიაა.

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მოხარულები ვართ, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დღეს უკვე „მეტროპოლის“ პარტნიორია. მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელსაც სამშენებლო სექტორში დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს, „მეტროპოლ ქავთარაძეს“ ააშენებს.

მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, ინოვაციური მიდგომები და პასუხისმგებლობა - ეს ის ძირითადი ღირებულებებია, რასაც ორი კომპანიის თანამშრომლობა დაეფუძნა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს პარტნიორობა დადებითად აისახება როგორც ბიზნესსაქმიანობაზე, ასევე ყველაზე  მნიშვნელოვანია, რომ ამას პირადად გამოცდიან ჩვენი მესაკუთრეები, როდესაც ბინებს ჩაიბარებენ. თანამშრომლობის დოკუმენტი უკვე ძალაშია და ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება. ჩვენი მრავალფუნქციური კომპლექსი კი, რომელიც ორ 25-სართულიან კორპუსსა და ერთ ჰექტარზე მოწყობილ გამწვანებულ ტერიტორიას გააერთიანებს, 2026 წლის ბოლოსათვის დასრულდება“.

მაღალი რეპუტაციითა და სანდოობით გამორჩეული კომპანია „ანაგი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე 1989 წელს გამოჩნდა. გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით და სამშენებლო სექტორში არსებული უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით, კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურ მომსახურებას უწევს.

უშუალოდ „მეტროპოლ ქავთარაძის“ შემთხვევაში, კომპანია მონოლითური რკინაბეტონის, იტონგისა და პემზის ბლოკით კედლების მოწყობის, ფასადის დათბუნებისა და მოპირკეთების სამუშაოებს შეასრულებს, მათ შორის ვენტილირებადი ფასადისაც. ამ მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსში ასევე „ანაგი“ დაამონტაჟებს ალუმინის კარ-ფანჯრებსა და მოაჯირებს, მოაპირკეთებს იატაკს, ჭერსა და კედლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანამედროვე, გამძლე და სანდო ლიფტების მონტაჟიც. შესრულებულ სამუშაოებს ჯერ ხარისხის სამსახური შეამოწმებს, შემდეგ კი „მეტროპოლი“ გადაიბარებს.

ირაკლი გოგოლიშვილი, შპს „ანაგის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა „მეტროპოლ ქავთარაძესთან“ და გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი ღრმა პატივისცემა ამ კომპანიის მიმართ.

გვეამაყება, რომ ჩვენ შორის არსებობს ნდობის მაღალი ხარისხი, რისი გამოვლინებაც არის ის ფაქტი, რომ ვიწყებთ თბილისის ცენტრალურ უბანში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ინოვაციური მიდგომები მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე პროდუქტი, რომელიც, ვიმედოვნებთ,წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდება“.

სამშენებლო სამუშაოები, კომპანია „ანაგის“ წესების გათვალისწინებით, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება. თავის მხრივ, პროცესს მონიტორინგს გაუწევს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და დათქმულ დროს მესაკუთრეებს ბინებს ჩააბარებს.

„მეტროპოლ ქავთარაძის“ მასშტაბური პროექტი 16 490 M2 ფართობის მიწის ნაკვეთს მოიცავს და მის ასაშენებლად ორი წელია განსაზღვრული. ორ 25-სართულიან კორპუსში სხვადასხვა ფართის, ჯამში, 534 ბინა განთავსდება. მათ შორის არის, როგორც ერთსაძინებლიანი სტუდიო, ისე პენტჰაუზი.  კეთილმოწყობილი ავტოსადგომი კი 334 მანქანას დაიტევს.

ტერიტორია სრულიად მობინადრეების საჭიროებებსა და კომფორტს მოერგება. მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, მოსასვენებელი პავილიონები. კომპლექსის ნაწილი იქნება საბავშვო ბაღი, სავარჯიშო დარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები. თუმცა კომპლექსის მთავარი ხიბლი და ექსკლუზიურობა ერთი ჰექტარი გამწვანებული სივრცეა, რომელიც „მეტროპოლ ქავთარაძის“ მცხოვრებლებს მშვიდ და მყუდრო გარემოს შეუქმნის.

--

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-მდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

--

ინფორმაცია ანაგის შესახებ: საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. „ანაგის“ ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა და ამ დარგში კომპანია მომხმარებელს სრულ სპექტრს სთავაზობს. „ანაგი“ ფლობს არაერთ ISO სერტიფიკატს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის ეფექტური სისტემების დანერგვა „ანაგის“ მთავარი პრიორიტეტია. კომპანიაში 3 000-მდე ადამიანია დასაქმებული. 

გამოგვყევით