logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ფოთში, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა - ბიუჯეტი ₾3.9 მლნ

ფოთში, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა - ბიუჯეტი ₾3.9 მლნ

1726557720

ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

 პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა.

 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,   საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

გამოგვყევით