logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო "ზედაზენი" - ჩვენი ძირითადი დამსვენებლები ადგილობრივები იყვნენ

თბილისთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერის ჟანა დოგუზოვის განცხადებით, წინა წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით, სასტუმროს გაყიდვები 10%-ით შემცირდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, სასტუმრო "ზედაზენი" აღნიშნულ სეზონზე 20%-იანი დატვირთვით მუშაობდა.

"ჩვენი ძირითადი დამსვენებლები ადგილობრივები იყვნენ. პანდემიამდე ჩვენ დაახლოებით 80%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით, თუმცა ახლა ეს მონაცემი საგრძნობლად შემცირებულია. ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, ის, რომ კონკურენცია გაიზარდა. გარდა ამისა, ადგილობრივები, თუ უცხოელები ქალაქებში მდებარე სასტუმროებს არჩევენ, ჩვენ კი მოგეხსენებათ, წიწამურში, კერძოდ ავტობანზე მდებარეობს. ჩვენ პანდემიამდელ პერიოდს ვერ დავუბრუნდით.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის სეზონს, ჯერჯერობით ჯავშნები არ გვაქვს. შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა შარშან 20% იყო სასტუმროს დატვირთულობა", - აცხადებს ჟანა დოგუზოვი.

გამოგვყევით