logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

1726569193

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები”.

კურსის მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, გაეცნობიან ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრებს, ტიპოლოგიასა და სუბიექტებს, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საქმიანობის ავტორიზაციას, ელექტროენერგეტიკის ბაზრებსა და სატარიფო რეგულირების პრინციპებს. ასევე, გაეცნობიან რა არის ენერგეტიკული ბიზნესი.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 2024 წლის 20 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/zyKqr

გამოგვყევით