logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ირაკლი ქარსელაძე: მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფუნქციური სპორტკომპლექსების მშენებლობა იგეგმება

ირაკლი ქარსელაძე: მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფუნქციური სპორტკომპლექსების მშენებლობა იგეგმება

1729776960

ყველას გვახარებს ჩვენი სპორტსმენების მაღალი შედეგები და ამ შედეგების კიდევ უფრო გაზრდისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა. ქუთაისში აშენდა ოლიმპიური საცურაო აუზი, რომელმაც უკვე უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ტურნირს. დასრულდა მრავალფუნქციური  სპორტკომპლექსების მშენებლობა რუსთავში, ბოლნისსა და წნორში. დასკვნით ეტაპზეა სპორტული კომპლექსების მშენებლობა  ახალციხესა და ზუგდიდში, სადაც ორივე კომპლექსი ითვალისწინებს საცურაო აუზებს. განხორციელდა 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რამაც  შესაძლებლობა მოგვცა,  გვემასპინძლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის.

,,დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა იმ მასშტაბურ  პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს  მრავალფუნქციური სპორტკომპლექსების მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება შესაბამისი სპორტული დარბაზები,  მოედნები, ასევე  საცურაო აუზები და მრავალი სხვა სპორტული სივრცე,  რაც გულისხმობს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების წესში“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოგვყევით