სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკოლა აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.