გარდაბნის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 8.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 19 კმ-იანი სარეაბილიტაციო გზის მეორე მონაკვეთზე ხორციელდება. ასფალტ-ბეტონის საფარი 6 კმ-იან მონაკვეთზე უკვე მოწყობილია.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 12.9 მლნ. ლარს შეადგენს და პროექტის სრულად დამთავრება 2025 წელს არის დაგეგმილი.