logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

TAV Georgia თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე მუშაობს

TAV Georgia თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე მუშაობს

1744275494

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პლატფორმა Routes Europe 2025-ზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, TAV Georgia-სა და TAV Airports Holding-ის გუნდი ავიაკომპანიებსა და აეროპორტების ოპერატორებს საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის სერვისებსა და პოტენციალს აცნობს.

"TAV Georgia-მ  ათობით შეხვედრა გამართა, მათ შორის ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Vueling,  Austrian Airlines, Air India, Edelweiss, Cyprus Airways, Finnair, Scandinavian Airlines (SAS), Easyjet, Air Serbia, Air Cairo  და სხვა. ასევე,  პოლონური აეროპორტების მმართველ Polish Airports-თან. აღნიშნული ავიაკომპანიების  ნაწილი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე ოპერირებს, ნაწილს კი შეხვედრების ფარგლებში  ტავ ჯორჯიას მომსახურებასა და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების უპირატესობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

Routes Europe რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საავიაციო სფეროში. ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ავიაკომანიებს,  აეროპორტებს, ტურიზმის სფეროსა და ავიაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს  სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩართულნი არიან ევროპის საჰაერო კავშირების განვითარების პროცესში.

TAV Georgia მუდმივად მუშაობს  მის მართვაში მყოფი ორი აეროპორტიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე, განსაკუთრებით კი ევროპულ მარშრუტებზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს და  ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის აშენებასა და განვითარებაში 230 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა,"-ნათქვამია TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით