logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო - ბიუჯეტი ₾4.6 მლნ-ია

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო - ბიუჯეტი ₾4.6 მლნ-ია

1787656633

წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები და საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2-ზოლიანი გზის სავალი ნაწილი, გვერდულები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ღარები, წყალგამტარი მილები და გაბიონის კედელი. ასევე, დამონტაჟდება შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ₾4.6 მლნ-ით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

გამოგვყევით