ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 578 435 ლარია.
გზასთან და სანიაღვრე არხებთან ერთად პროექტი მოიცავს ეზოებთან მისასვლელების მოწყობას.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების განთავსების საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.