logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

H&M-ი "გალერია თბილისში" მაღაზიას დროებით ხურავს

H&M-ი "გალერია თბილისში" მაღაზიას დროებით ხურავს

1747815060

H&M-ი „გალერია თბილისში“ მდებარე მაღაზიას დროებით ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი თავად ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი  - განახლება და სარემონტო სამუშაოებია.

"H&M სიხარულით აცხადებს, რომ "გალერია თბილისი"-ს სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიის განახლების პროცესი უკვე დაიწყო. მაღაზია თბილისში 2017 წელს გაიხსნა და მალე ის განახლებული ინტერიერის დიზაინით წარსდგება მომხმარებლებთან. ჩვენი მიზანია, მოდის პოზიტიური ძალა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და მოუთმენლად ველით, რომ 2025 წლის შემოდგომის დასაწყისში "გალერია თბილისი"-ს მაღაზიაში მომხმარებლებს სრულიად ახალი  გამოცდილება შევთავაზოთ.

განახლების პროცესის გამო, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია დროებით იხურება 20 მაისიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ ეწვიონ H&M-ის ორ მაღაზიას თბილისში შემდეგ სავაჭრო ცენტრებში – City Mall-სა და East Point-ში,"-აღნიშნულია H&M-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით