logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მხარჯველუნარიანობა რადიკალურად იკლებს" - სასტუმრო "ლაჰილი"

ტურისტები არიან ჩინეთიდან, ტაილანდიდან, ინდოეთიდან და ა.შ. სტანდარტებს 5-ვარსკვლავიანს ითხოვენ, მაგრამ დაბალი თანხის გადახდა უნდათ, - ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელმა ლევან დადვანმა "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ზაფხულის სეზონის ჯავშნებს აქტიურად იღებს, თუმცა, როგორც ლევან დადვანი აცხადებს, ტურისტების აღნიშნული სეგმენტი ევროპელი ვიზიტორებისგან განსხვავებით უფრო მეტად სპონტანურები არიან. 

"ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მხარჯველუნარიანობა რადიკალურად იკლებს. ვიზიტორების სეგმენტი აბსოლუტურად შეიცვალა და ამოტრიალდა. ადრე ევროპელები იყვნენ და ახლა აზიაზე გადავედით, რომელთათვისაც მთავარია იაფად იმოგზაურონ", - აცხადებს ლევან დადვანი.

როგორც სასტუმროს მფლობელი აღნიშნავს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზამთრის სეზონზე მოთხოვნის კლება დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სასტუმრო საკმაოდ მაღალი დატვირთულობით მუშაობს.

"მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 15-20%-ით შემცირდა, თუმცა საერთოდ ჯამში ნორმალური სეზონი იყო, რადგან კარგი თოვლი მოვიდა და დამსვენებელი მაინც გვყავდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს - ზოგადად მაისი მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არდადეგები აქვთ და ამჟამად სასტუმროს დატვირთულობა 50%-მდეა", - აცხადებს "ლაჰილის" მფლობელი.

ცნობისთვის, დაბა მესტიაში მდებარე, 25-ნომრიანი სასტუმრო "ლაჰილი" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა.  

გამოგვყევით