logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2026 წლის დასაწყისში "ბიოლში" ახალი, ულტრათანამედროვე ველნეს განყოფილება გაიხსნება

2026 წლის დასაწყისში "ბიოლის" ტერიტორიაზე ახალი ველნეს განყოფილება გაიხსნება.  როგორც  სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" მფლობელი  და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძ"ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ახალი ობიექტი ველნესისთვის განკუთვნილი საპროცედურო სივრცეების გარდა, განსხვავებული კონცეფციის აუზს მოიცავს.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ "ბიოლში" ჩადებული ინვესტიცია ჯამში 51 მილიონ დოლარს მიაღწევს.

"ახალი ობიექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს განყოფილება აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. სივრცე მოიცავს 25 მეტრიან აუზს, რომელსაც გუმბათოვანი მინის მოძრავი სახურავი ექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ აუზმა ყველა სეზონზე შეუფერხებლად იფუნქციონიროს“, - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კურორტის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან „ბიოლი“ 25 ნომრიანი ეკო სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს. გარდა ამისა, ამჟამად არსებულ ველნესისთვის განკუთვნილ სივრცეში, რამდენიმე წელში, კლინიკა გაიხსნება.

„არსებული კომპლექსის ტერიტორიაზე ძვალსახსროვანი დაავადებების, ხრტილის გაძლიერების და სხვა მიმართულებების კლინიკა გაიხსნება. კლინიკის დაპროექტების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძე.

შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2012 წელს დაიწყო. ამჟამად ტერიტორიაზე სულ 17 კოტეჯია, მათ შორის, 4 შალე.

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის  პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. თამაზ მჭედლიძე რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“ მფლობელიცაა.

"მესტიაში გაიხსნა ახალი საბაგიროები და მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა" - სახელმწიფო რწმუნებული მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

"მესტიაში გაიხსნა ახალი საბაგიროები და მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა" - სახელმწიფო რწმუნებული მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

გამოგვყევით