logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ტურისტების კუთხით უკვე მზარდი დინამიკა გვაქვს"- წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელის, ანანო თავხელიძის განცხადებით, რესტორნების ქსელში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

"ტურისტული სეზონი წისქვილისთვის და მთლიანად ჩვენი სექტორისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში საგრძნობლად იზრდება ტურისტების რაოდენობა. ისინი ინტერესდებიან, როგორც ქართული კერძების დაგემოვნებით, ასევე ჩვენი ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის გაცნობით, ამის შესაძლებლობა კი მათ ეთნო წისქვილში აქვთ.  სწორედ აქ შეუძლიათ, შეიგრძნონ ქართული ატმოსფერო, რასაც ჩვენი ქვეყნისგან ელიან" - აცხადებს ანანო თავხელიძე.

ამასთან, წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდროს ადგილი ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების სიაში, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა, ტიპის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა.

"ქვეყნის ცნობადობის და ტურისტული ნაკადების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები შეუცვლელია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე კერძო სექტორის გაძლიერებისთვის", - აცხადებს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გამოგვყევით