logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ექსპორტის ფასების ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 0.2%-ით შემცირდა - "საქსტატი"

ექსპორტის ფასების ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 0.2%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1747761060

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 3.8 პროცენტიანი მატება.

"საქსტატის" ცნობით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 4.4 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 66.7 პროცენტიანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 6.5 პროცენტიანი მატება.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 4.8 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 19.8 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.3 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 42.8 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 2.5 პროცენტით.

გამოგვყევით