logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა მალე უნდა დაიწყოს" - რევაზ სოხაძე

"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა მალე უნდა დაიწყოს" - რევაზ სოხაძე

1747725634

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა რაც შეიძლება, მალე უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბათუმი-სარფის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა.

აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადავუხადეთ იმ პროექტებისთვის, რომელიც მათი მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ასევე, გამოვთქვით სურვილი კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა და მათი მხარდაჭერა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი  სხვა მიმართულებებითაც“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ამასთან, ბანკის მუდმივი მისიის წარმომადგენლებმა, წარმატება უსურვეს მინისტრსა და მის გუნდს საქმიანობასა და ერთობლივი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში. 

"აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაში. ADB-სთან თანამშრომლობა უკვე სამი ათეული წელია გრძელდება და მოიცავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას. ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდა და მიმდინარეობს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება; დასახლებების ურბანული განვითარება; სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სხვა", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამინისტროს გუნდთან ერთად, შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - ვახუშტი ბაგრატიონი, მზია გიორგობიანი, გიორგი კობერიძე, ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე; აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეს პეტერსონი, ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ზეღამ ნაქვი, ურბანული განვითარების სპეციალისტი მარია პია ანკორა და სატრანსპორტო საკითხების მთავარი სპეციალისტი  ლი მინგ ტაი.

გამოგვყევით