logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს ტურიზმისთვის ყაზახეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა - გიორგი ჯახუტაშვილი

საქართველოს ტურიზმისთვის ყაზახეთი ბოლო 10 წელიწადში, სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა აღნიშნა, ყაზახები მაღალმხარჯველიანი ტურისტების სეგმენტში გადიან.

„ტურიზმისთვის მზარდ ქვეყნებში პირველი ყაზახეთია, შემდეგ უნდა აღვნიშნოთ - პოლონეთი და ისრაელი. ყაზახეთიდან შემოსული ტურისტები ძირითადად დასასვენებლად მოდიან. მეორე დიდი წილი კი, ავტომანქანების ექსპორტია. ყაზახეთს პირდაპირი გადაფრენის ბევრი ალტერნატივა არ აქვს, სავიზო მოთხოვნებიდან გამომდინარე ევროპა მათთვის მიუწვდომელია. საქართველოში მათთვის ძალიან კარგი პირობებია, რომ დაისვენონ“, - აღნიშნავს  გიორგი ჯახუტაშვილი.

ამასთან,  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სტატისტიკაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელში ყაზახეთიდან საქართველოში დაახლოებით, 206 000 ტურისტი იყო, მათგან 847 ადამიანი კი, უკან გააბრუნეს.

„აღნიშნული სტატისტიკით, 0.5%-იც კი არ არის, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, მაჩვენებელი ძალიან კარგია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მესაზღვრეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები იყო... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საზოგადოებრივ აზრს ქმნის. ყაზახების ჩივილი, არა მარტო, საზღვრის კვეთის საკითხზეა, არამედ უცხოელი ტურისტები ამბობენ, რომ საზოგადოების მხრიდანაც გარკვეული ნეგატივი იგრძნობა. ჩვენი ამოცანა კი, ზრდის ტემპის შენარჩუნებაა - ხელის შემშლელი ფაქტორები უნდა აღმოვფხვრათ“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

გამოგვყევით