logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035" – როგორ ჩაიარა ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის ხედვის პრეზენტაციამ მადრიდში

"უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035" – როგორ ჩაიარა ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის ხედვის პრეზენტაციამ მადრიდში

1747747560

ესპანურ-ქართულმა ბიზნესალიანსმა (SGBA) მადრიდში ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მეწარმეები და ბიზნესით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ალიანსმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა რეგიონებისა და ქვეყნების გაერთიანებისა და უძველესი სავაჭრო გზების მნიშვნელობას მომავალი ბაზრების განვითარებისთვის. ასევე, განმარტა, როგორ თამაშობს ამ პროცესში ესპანეთი და საქართველო ხიდის როლს.

„მე და ვასილ ბაბლუანი ვართ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ აზიის, ევროპისა და ლათინური ამერიკის ერთმანეთთან დაკავშირება და ამ ერთობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, წლებია, დიდი სურვილი გვქონდა შეგვექმნა ალიანსი, რომელიც ბიზნესებს ამ მიმართულებით დაეხმარებოდა. ეს ღონისძიება დასტურია იმისა, რომ ჩვენს ოცნებას საბოლოოდ ხორცი შეესხა“, – ამბობს SGBA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ხოსე მარია ამენეირო.

პრეზენტაციაზე ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის წევრებმა, ასევე, მიმოიხილეს ბიზნესსფეროში არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები.

„დღეს მსოფლიო ბაზარზე უსაზღვრო და უნიკალური შესაძლებლობებია, რომლებსაც დროულად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოჩენაში და საჭირო პროცესების წარმართვაში ვეხმარებით ბიზნესებს. იმედი გვაქვს, ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსი მრავალი პროექტის წარმატების საწინდარი გახდება“, – აღნიშნავს SGBA-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვასილ ბაბლუანი.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ამ გზით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობის ათვისების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა SGBA-ს წევრმა ბორხა ბორერომაც, რომელიც ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ბიზნესებს ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით უწევს კონსულტაციას.

„ჩვენ ახლა ისტორიულ დროში ვცხოვრობთ და მრავალი ცვლილების მომსწრენი ვხდებით. დღეს წამყვანი ხდება საერთაშორისო ვაჭრობა, რაც ბიზნესებისთვის არნახულ შესაძლებლობებს ქმნის. ძალიან სასიხარულოა, რომ არსებობს ორგანიზაცია, ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის სახით, რომელიც მადრიდში თუ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოქმედ ბიზნესებს, სურვილის შემთხვევაში, განსხვავებული გეოგრაფიული არეალების ათვისებაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ, ეს პრეზენტაცია ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა“, – გვითხრა მან.

ესპანურ-ქართულ ბიზნესალიანსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე მადრიდში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები. ასევე, ის ღია იყო სფეროთი დაინტერესებული პირებისთვისაც.

„ღონისძიებამ იმდენად კარგად ჩაიარა, რომ ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. მოხარული ვარ, რომ პრეზენტაციის მნიშვნელობა სწორად გაიგო დამსწრე საზოგადოებამ. კიდევ უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ პრეზენტაციაზე მოსულმა ყველა სტუმარმა გამოთქვა ალიანსში გაწევრიანებისა და ხიდების მშენებლობაში მონაწილეობის მიღების სურვილი“, – ამბობს ვასილ ბაბლუანი.

გამოგვყევით