2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. "საქსტატის" მონაცემების თანახმად, აეროპორტებმა მიიღო 758.9 ათასი მგზავრი (8.8 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.6 ათასი მგზავრი (8.2 პროცენტით მეტი).
2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6.0 ათასი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი - გაგზავნილი.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3.0-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.9 ათასი მგზავრი და გადატანილია 37.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.