"ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე არა მარტო სასტუმრო Biltmore-ის, არამედ საქართველოსადმი გაჩნდა ინტერესი, როგორც ახალი საქმიანი ტურისტული მიმართულება,"- ამის შესახებ განცხადებას The Biltmore Hotel Tbilisi-ს წარმომადგენელი ცირა წითლიძე აკეთებს, რომელიც გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ფრანკფურტის გამოფენაზე უკვე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე არა მარტო სასტუმრო ბილტმორის, არამედ საქართველოსადმი გაჩნდა ინტერესი, როგორც ახალი საქმიანი ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვქონდა ტურიზმის წარმომადგენლებთან, ასევე კორპორაციულ ჯგუფებთან, განათლების სისტემის წარმომადგენლებთანაც რამდენიმე შეხვედრა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაჯავშნილი, რაც სასტუმროსთვის ახალი ბიზნესი და ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო იქნება“-აცხადებს The Biltmore Hotel Tbilisi-ს წარმომადგენელი ცირა წითლიძე.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანიაა წარმოდგენილი.