logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოებას სექტემბრიდან გეგმავს

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოების დაწყების მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, საწყის ეტაპზე დაიწყება 3 სახეობის (ვაშლი,ს ალიბლის და ბროწეულის)  წვენის წარმოება, სამომავლოდ კი დაგეგმილია ასორტიმენტის გაზრდა. 

მისი ინფორმაციით, ნატურალური წვენები გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე დაგეგმილია მისი ექსპორტზე რეალიზაციაც. 

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს, ჯამში 40 სახეობამდე. მათ შორის, ბოსტნეულის კონსერვებს, საწებელებს, მურაბებს, ჯემებს და ა.შ. 

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექსპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი და სხვა.

გამოგვყევით