logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1741849860

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 564.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4 პროცენტით მეტია.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, აქედან, ექსპორტი 835.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 728.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 893.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1 პროცენტია.

გამოგვყევით