logo
Loading data...

"კოდა" - ბიოკვერცხზე მასიური მოთხოვნა არ არის, ხალხს იაფი პროდუქტი სურს

"კოდა" - ბიოკვერცხზე მასიური მოთხოვნა არ არის, ხალხს იაფი პროდუქტი სურს

1711523056

ბიოკვერცხზე მასიური მოთხოვნა ნამდვილად არ არის, ხალხს იაფი პროდუქტი სურს. ამის შესახებ მეფრინველეობის კომპანია "კოდას" დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად დაბალი მოთხოვნისა კომპანია ბიოკვერცხის წარმოების დაწყებას მაინც აპირებს, რადგან, ზურაბ ჭუჭულაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროდუქტით მოსახლეობის 5-8% მაინც დაინტერესდება.

"ჩვენ ბიოკვერცხის წარმოებას ვაპირებდით პანდემიამდეც. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ისევ ჩავერთეთ ამ საკითხში. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც აწარმოებენ ამ ბიზნესისთვის საჭირო დანადგარებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ბიზნესის ეს მიმართულება  დავნერგოთ. შეიძლება  წლის ბოლოს დავიწყოთ, თუმცა დასრულებას მინიმუმ 1 წელი კიდევ დასჭირდება.

ბიოკვერცხის წარმოებას სჭირდება არამხოლოდ ქათმის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით გამოკვება, არამედ ტერიტორია, რომლის სიახლოვეს მოსახლეობა არ იქნება. უამრავი ფაქტორია და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის. მიწა გვაქვს სოფელ კოდაში და იქ გვინდა, რომ გავაკეთოთ. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 700 000-დან მილიონ დოლარამდე იქნება", - განაცხადა ჭუჭულაშვილმა.

ცნობისთვის, "კოდას" წლიური წარმადობა 90 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით