"ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომელიც პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. რამდენიმე შეხვედრა იქნება და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. მთავარია, ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ ბიზნესპროცესებში დიდი ჩარევები არ მოხდეს, - ამის შესახებ კომპანია "ჩირინას" (ბრენდი "ბიუ-ბიუ") დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად "ჩირინასთვის" უმთავრესი წარმოების ზრდააა, რაც კომპანიას ფასების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.
"პრობლემა არის არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია და რომლის წარმოება არც თუ ისე დიდი რაოდენობით ხდება და რაღაც პროდუქტებზე შესაძლოა იყოს განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული. კომპანია "ჩირინას" თუ განვიხილავთ, ჩვენთვის მთავარია წარმოების გაზრდა და როგორც ნებისმიერ ქვეყანაში - აქაც უნდა მოხდეს კვოტების შემოღება, რომ ჩვენ გავზარდოთ პროდუქცია და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პროდუქციის ფასის შემცირება. ჩვენთან მიმართებით ქეშბექების საკითხი გამოწვევა არ არის" - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
ცნობისთვის, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა.