logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საფეხბურთო ლუდი "ნატახტარი" 24 ევროპულ ლუდს შორის მე-4 ადგილზე გავიდა

საფეხბურთო ლუდი "ნატახტარი" 24 ევროპულ ლუდს შორის მე-4 ადგილზე გავიდა

1719230880

ფეხბურთის ციებ-ცხელება გრძელდება და... არამხოლოდ ფეხბურთის, ლუდებს შორისაც დიდი მარათონია გამართული. საფეხბურთო  ლუდი „ნატახტარი“  ჯგუფიდან გავიდა და 24 ევროპულ ლუდს შორის  მე-4 ადგილი მოიპოვა!

ცნობილი ბრიტანული ციფრული გამოცემა LAD Bible-ის ორგანიზებით ლუდებს შორის შეჯიბრი მოეწყო. შეჯიბრში

ყველა იმ ქვეყნის ლუდი მონაწილეობდა,  რომელიც  ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ფატობრივად Euro2024-ის მონაწილე ქვეყნების ლუდებს შორის სპეციალური გამოწვევა მოეწყო, სადაც გამარჯვებულები სამი მახასიათებლით გამოვლინდნენ - გემო, შეფუთვა და ისტორია.  მნიშვნელოვანი ის იყო,  რომ თითო ქვეყნიდან მხოლოდ 1 ლუდის ბრენდი შეირჩა, საქართველოს ლუდი „ნატახტარი“ წარმოადგენდა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას და  მე-4 ადგილზე გავიდა.

მნიშვნელოვანია, რომ  ლუდი როგორც ვიზუალურად,  ასევე გემური თვისებებით იქნა შეფასებული და არაერთ ევროპულ ლუდს აჯობა. “ქვეყანა თქვენით უნდა ამაყობდეს" -  ასე შეაფასა LADbible-მა ლუდი "ნატახტარი"

საამაყოა  ქართული ლუდის მე-4 ადგილზე გასვლა და ჩვენს ნაკრებსაც ვუსურვებთ წარმატებას!

ნატახტარი - ქომაგების მეგობარი!

გამოგვყევით