logo
Loading data...

"სფუმატო" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

"სფუმატო" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

1711555020

ღამის სამოსის მწარმოებელი კომპანია "სფუმატო" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ „სფუმატოს“ დამფუძნებელმა მარიამ პერტიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით აქტიურ მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს.

"დიდი სურვილი გვაქვს, რომ ექსპორტზე გავიდეთ. დაინტერესება გვაქვს ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ. გარდა ამისა, კანადის Fashin week-იდან გვქონდა შემოთავაზება, თუმცა იმ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ ჩვენი კოლექციის წაღება. სამომავლოდ ძალიან გვინდა, რომ გავიდეთ, არამხოლოდ ევროპულ, არამედ სხვა კონტინენტის ბაზრებზეც", - განაცხადა მარიამ პერტიამ.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ბრენდული მაღაზიის გახსნა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.

"20-30%-ით იზრდება დაახლოებით გაყიდვები წლიდან წლამდე. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხალათებს, ქალის პერანგებს, საღამურებს, ღამის სათვალეებს ე.წ. სლიფერებს სასურველი წარწერებით და ორნამენტებიან კიმონოებს. გარდა ამისა, ზაფხულის ხაზი გვაქვს - საზღვაო პარეოები. ჩვენი ძირითადი სეგმენტი არის საქართველო, თუმცა ძალიან ხშირად გვაქვს შეკვეთა საზღვარგარეთიდან. ერთგული მომხმარებლები გვყავს იტალიაში, ბრიტანეთში და ა.შ", - განაცხადა მარიამ პერტიამ.

ცნობისთვის, "სფუმატო" ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია პროდუქტს მხოლოდ ონლაინ ყიდის.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით