logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შალვა ხეცურიანი: მსოფლიო კალენდარში გაჩნდება ქვევრის დღე

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 27 აპრილს ქვევრის საერთაშორისო დღე გაიმართება. ინფორმაცია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შალვა ხეცურიანმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში დაანონსა. 

"წელს, 27 აპრილს ჩვენი ასოციაცია ატარებს ქვევრის საერთაშორისო დღეს, ანუ მსოფლიო კალენდარში გაჩნდება ქვევრის დღე. ზოგადად, მიღებულია პორტვეინის დღე, შამპანურის დღე და ა.შ. ამ დიდ მსოფლიო კალენდარში ერთი დღე იქნება ქვევრის დღე, ისევე როგორც 30 ნოემბერი დაწესდა საფერავის დღედ, რომელიც სომელიეთა ასოციაციის 68 წევრ ქვეყანაში აღინიშნება", - აღნიშნა შალვა ხეცურიანმა. 

გამოგვყევით