logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სს "მინა" საქართველოში დამატებით $30 მლნ-ის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

სს "მინა" საქართველოში დამატებით $30 მლნ-ის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

1742973200

სააქციო საზოგადოების „მინა“ საქართველოში დამატებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილისა და  სააქციო საზოგადოების „მინა“-ს გენერალური დირექტორის, ოლგუნ თაშდემირის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

შეხვედრაზე საქართველოში მინის ტარის ადგილობრივი წარმოების ზრდის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში შუშის გადამმუშავებელი წარმოების განვითარების საკითხს.

ცნობილი თურქული კომპანია „Şişecam", საქართველოში სააქციო საზოგადოების „მინა“ სახელით  1997 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე ერთადერთი შუშის საწარმოა. კომპანიის 45 ქარხანა, მსოფლიოს 14 ქვეყანაშია წარმოდგენილი და საერთაშორისო მასშტაბით 24 000 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით