logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Deutsche Welle: ჩეხეთს რუსულ ნავთობზე საბოლოოდ უარის თქმა სურს

Deutsche Welle: ჩეხეთს რუსულ ნავთობზე საბოლოოდ უარის თქმა სურს

1742891400

ჩეხეთს რუსულ ნავთობზე საბოლოოდ სურს უარის თქმა.

როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა, ლუკაშ ვჩეკისმა განაცხადა, ქვეყანა უკვე ცდილობს მომწოდებლების დივერსიფიცირებას და უკვე შეიძინა ჩრდილოეთის ზღვისა და სხვა რეგიონების ნავთობი.

Deutsche Welle  წერს, რომ ალტერნატიული გზა შესაძლოა, გახდეს ტრანსალპური ნავთობსადენიც, რომელიც იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტიდან ნავთობს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს აწვდის.

რუსეთმა ჩეხეთს მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით ნავთობის მიწოდება 4 მარტიდან შეუწყვიტა. მიზეზად აშშ-ს სანქციების გამო, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები დასახელდა.

1tv.ge 

გამოგვყევით