logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მოდის ინდუსტრიაში, კვალიფიკაციური მუშახელის დეფიციტია - მაკა კვიციანი

Dalood-ის კრეატიული დირექტორის, მაკა კვიციანის ინფორმაციით, მოდის ინდუსტრიაში, კვალიფიკაციური მუშახელის დეფიციტია.

როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ მაკა კვიციანი აცხადებს, მუდმივად მუშაობენ, რომ აღნიშნული ინდუსტრია, საზოგადოების ფართო ფენისთვის ცნობილი გახდეს.

„ჩვენთვის, როგორც სფეროს წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუშახელი. კრეატიულ აზროვნებაში პრობლემა ნაკლებად გვაქვს... მოდის ინდუსტრია,  თუ გვინდა, რომ განვითარდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა კვალიფიცურ თანამშრომლებს აქვს. კვალიფიკაციური მუშახელი კი, ჩვენი სექტორის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

საზღვარგარეთ მუშახელის პრობლემა არაა, პირიქით - მაღალი კონკურენცია. რაც შეეხება საქართველოს - ვცდილობთ, რომ კონკურენცია შევქმნათ, ფაქტობრივად, კადრი არ არსებობს და თუ არსებობს, ძალიან გაძვირებულია“, - განაცხადა მაკა კვიციანმა.

ამასთან, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა დაამატა, რომ ადგილობრივ ბაზარზე, სამკერვალო მიმართულებით მოთხოვნა დაბალია.

„პროფესიულ კოლეჯების მიმართ მოთხოვნა, სხვადასხვა, მიმართულებითაა. სამწუხაროდ, სამკერვალო მიმართულებით, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია. მაგალითად, სტუმარმასპინძლობა, კულინარია ბევრად პოპულარულია“, - აცხადებს  ირინე მარგიშვილი.

გამოგვყევით