logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბაზარზე ახალი გასართობი სივრცე - Octagon-ი გამოჩნდა

თბილისში გასართობ სივრცეებს კიდევ ერთი მისამართი - Octagon-ი დაემატა. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" Octagon-ის გუნდის მენეჯმენტში აცხადებენ, პროექტის იდეა, ბაზარზე აღნიშნული სერვისის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, სივრცე ჯერ რამდენიმე კვირაა, რაც გაიხსნა, თუმცა დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა.

გარდა ამისა, Octagon-ში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ინტერესი სოციალური თამაშის "მაფიის ღამის" მიმართ გამოიკვეთა.

"Octagon-მა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, მრავალფეროვანი სერვისებითა და მეგობრული გარემოთი საზოგადოების მხრიდან ყურადღება უკვე მოიპოვა. ინტერესი გამოიკვეთა თითქმის ყველა ასაკის მომხმარებლისგან და Octagon-ის მთავარი უპირატესობაც არის ის, რომ სივრცე გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებელზე. სივრცე აერთიანებს როგორც სამაგიდო თამაშებსა და  გასართობ ღონისძიებებს, ისე მყუდრო გარემოს დასვენებისა და სოციალური შეხვედრებისთვის.

ყველაზე მოთხოვნადი აქტივობა სოციალური თამაში "მაფიის ღამეა". ეს არის თამაში, სადაც დაძაბულობა, სტრატეგია და ინტრიგა ერთიანდება. თამაში ტარდება პროფესიონალურად და დამსწრეებს ბევრი ადრენალინი ელით. ამას გარდა, მომხმარებლებს ვთავაზობთყველასთვის ნაცნობ კლასიკურ გასართობ თამაშს - ბილიარდს, რომელიც შესანიშნავია როგორც მეგობრებთან, ისე ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად.

ჩვენთან მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ დასასვენებელი ზონა – მყუდრო გარემო, სადაც შეუძლიათ უბრალოდ ისაუბრონ და დაისვენონ.

რაც შეეხება ბავშვთა ღონისძიებებს, რითაც სხვა მსგავსი ტიპის სივრცეებისგან გამოვირჩევით, ვფიქრობთ, რომ დიდ ინტერესს გამოიწვევს. ჩვენთან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ დაბადების დღეები, თემატური წვეულებები და სხვადასხვა სახის აქტივობები პატარა ასაკის სტუმრებისთვისაც. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ Octagon იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს დრო მეგობრებთან, ან ოჯახთან ერთად მყუდრო და საინტერესო გარემოში გაატაროს.

ჩვენი გუნდი მზად არის მომხმარებლებს ყველა საკითხზე გავუწიოთ კონსულტაცია და მათთვის ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ”, - აცხადებენ Octagon-ში.

Octagon-ის გუნდი არსებული სერვისების გარდა, ზაფხულიდან მომხმარებლებს საბავშვო ბანაკს შესთავაზებს. მათი ცნობით, საზაფხულო ბანაკი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, რათა  არდადეგები ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარონ.

"ბანაკი საგანმანათლებლო და გასართობ ელემენტებს გააერთიანებს, რაც თითოეულ დღეს საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.

ბავშვებისთვის გათვალისწინებული იქნება: დღეში ორჯერადი კვება, რომელიც ჯანსაღ და დაბალანსებულ მენიუზე იქნება დაფუძნებული; ასევე, ინგლისურის გაკვეთილები, ხატვისა და ხელოვნების საათები, სადაც ბავშვები თვითგამოხატვასა და კრეატიულობას ავითარებენ. გარდა ამისა, გვექნება მრავალფეროვანი სოციალური და გუნდური თამაშები, რომლებიც ბავშვებს მეგობრობისა და თანამშრომლობის უნარს გაუძლიერებს. ჩვენი სივრცე უსაფრთხო და კომფორტულია. პროფესიონალი გუნდი კი მზადაა თითოეული ბავშვის ჩართულობასა და კეთილდღეობაზე იზრუნოს”, - აცხადებენ Octagon-ში.

როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, Octagon-ის მიზანია მომხმარებლებს ბაზარზე არსებული მსგავსი სივრცეებისგან განსხვავებით, ხარისხიან და ორიგინალურ სერვისებზე ორიენტირებული გამოცდილება შესთავაზონ, ხოლო რაც შეეხება ფასებს - ეს დამოკიდებულია სერვისის ტიპსა და დროის ხანგრძლივობაზე.

ცნობისთვის, ახალი გასართობი სივრცე Octagon თბილისში, ჩკალოვის ქუჩაზე მდებარეობს.

გამოგვყევით