სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან უფრო მეტი კონცენტრაცია კადრების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა და ასევე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა უნდა მოხდეს გამარტივება იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს უმაღლესი განათლების დიპლომი არ სჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტულ პროფესიაში შევიდეს.
"უფრო მეტად პროაქტიურები უნდა ვიყოთ, თუნდაც რეგიონალურ დონეზე და ჩვენი რესურსი უფრო მეტად უნდა ჩავდოთ კადრების გადამზადებაში. ისეთ პოზიციებში, სადაც აუცილებელი არ არის უმაღლესი განათლება შესაძლებელია ამ კუთხით მივეშველოთ. ასევე, ბიზნეს სექტორი უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. განათლების თვალსაზრისით უფრო ცნობადობის პრობლემაა როგორ უნდა გაიკვალოს გზა კადრმა და თუნდაც ჩვენამდე როგორ უნდა მოვიდეს. ამ კუთხით დიდი სამუშაო აქვს სახელმწიფოს", - აცხადებს კობახიძე.