logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება - აღნიშნულ პერიოდში გაყიდვების 15%-მდე ზრდას ველოდებით" - "კოდა"

სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება - აღნიშნულ პერიოდში გაყიდვების 15%-მდე ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ მეფრინველეობის კომპანია "კოდას" დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, კომპანია სააღდგომო დღეებში ქართულ ბაზარს უპრობლემოდ მოემსახურება. 

"კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 5-6%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. მათ შორის, თურქეთიდან კვერცხის იმპორტი შემცირდა და ასევე, საქართველოში 1 სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება გაიზარდა. გარდა ამისა, ამერიკაში ფრინველის გრიპის შემთხვევები იყო და თურქეთმა ძალიან დიდი რაოდენობით ექსპორტი აშშ-ში დაიწყო. შესაბამისად, ჩვენთან იმდენი აღარ შემოდის, რაც წინა წელს. ჩვენი კვერცხი იყიდება რითეილ სექტორში და შედარებით მცირე რაოდენობა HoReCa სექტორში. ბიო კვერცხის მიმართულებაზე ვმუშაობთ და მიმდინარე წელს მოესწრება თუ არ აღნიშნული მიმართულება, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. 

რაც შეეხება სააღდგომო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელს - ზოგადად, აღნიშნულ დღეებში გაყიდვები 15%-მდე იზრდება ხოლმე. ამ ეტაპზე წარმოების პიკზე ვართ", - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი. 

ცნობისთვის, მეფრინველეობის კომპანია "კოდას" წლიური წარმადობა დაახლოებით, 100 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.

გამოგვყევით