logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე - მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება

ირაკლი კობახიძე - მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება

1743406686

გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში  საქართველოს პარლამენტში დაინიციირდება.

„გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით