logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"Tav Georgia დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან"

"Tav Georgia დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან"

1743443160

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც Tav Georgia მართავს ავიაკომპანია EasyJet-მა დაიწყო ოპერირება. თბილისში  ჟენევიდან პირველი რეისით Airbus A320 უკვე ჩამოფრინდა და პირველი მგზავრებიც ჩამოიყვანა. 

„TAV georgia ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით  პირდაპირ ფრენებზე ჰქონდეთ წვდომა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია რომ EasyJet-ის  ახალი დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისია და  ეს ავიაკომპანია ჩვენს დედაქალაქს სამ ევროპულ ქალაქთან - ჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს.  ავიარეისები კვირაში ორჯერ სიხშირით შესრულდება.

TAV GEORGIA-ს გუნდი  მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მგზავრთნაკადის უპრეცედენტო  მატების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან ადაპტირდეს და ავიაკომპანიებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.“- აცხადებს TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე.  

შეგახსენებთ, დღეიდან,  ოპერირება დაიწყო EasyJet Switzerland-მა, რომელიც   ჟენევა-თბილისი-ჟენევის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ სიხშირით,  ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს. პირველი აპრილიდან, EasyJet UK  შეასრულებს რეგულარულ რეისებს  თბილისი-ლონდონი-თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათსა და შაბათს. ასევე, პირველი აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და შაბათს  მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე EasyJet Europe Airline BmbH შეასრულებს რეისებს. 

EasyJet-ი ერთ-ერთია იმ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც  ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ევროპულ ქალაქებთან დააკავშირებს. 2025 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატება.  სწორედ ახალი მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამო,    გავლენიანმა პლატფორმამ  Routes Europe 2025 თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შეიყვანა. 

გამოგვყევით