„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული ბაზარია,"- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმა, მაია ომიაძემ British Airways-ის მიერ ქართული ტურისტული კომპანიებისთვის გამართულ პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
"ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ კამპანიებს, წელს კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაორმაგებული ძალებით აწარმოებს მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც სოციალური მედიით, ასევე საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, მათ შორის British Airways-თან ერთად. წლის განმავლობაში საქართველოს ეწვევიან ბრიტანელი ჟურნალისტები და ბლოგერები. ჩვენ ვეცდებით საქართველოს ცნობადობის შესახებ კამპანიები უფრო მასშტაბური გავხადოთ და ბევრად მეტი ბრიტანელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში,“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ცნობისთვის, 31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. შედეგად, 31 მარტიდან ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდებიან.