logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ"

"პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ"

1743356040

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და თუ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსულ ნავთობზე ტარიფებს დააწესებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ძალიან გავბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზი სწრაფად გაქრება, თუ ის სწორად მოიქცევა.

მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც შეიძლება, არც იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა სახის ნავთობზე.

ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

1tV.ge

გამოგვყევით