World of Statistics-ი X-ზე ამერიკული ორგანიზაცია Consumer Reports-ის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ავტომწარმოებლების მომხმარებელთა ერთგულების რეიტინგს გვიჩვენებს.
კვლევის თანახმად, ყველაზე ერთგული მომხმარებლები ამერიკულ ელექტრომობილების ბრენდ Rivian-ს ჰყავს, ხოლო Infiniti-ს მომხმარებელთა ერთგულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს, თუ მომხმარებლების რამდენი პროცენტი შეიძენდა კვლავ იმავე ბრენდის ავტომობილს.
ბრენდები ყველაზე ერთგული მომხმარებლებით:
- Rivian – 86%
- Mini – 77%
- BMW – 76%
- Porsche – 76%
- Tesla – 74%
- Genesis – 73%
- Lexus – 73%
- Subaru* – 70%
ბრენდები, რომელთა მომხმარებელთა ერთგულება ყველაზე დაბალია:
- Infiniti – 43%
- Volkswagen – 51%
- Nissan – 55%
- Jeep – 58%
- Audi – 59%
- Mercedes-Benz – 59%
- Chrysler – 60%
- Cadillac – 61%
ცნობისთვის, Consumer Reports (CR) არის ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებისთვის ატარებს კვლევებს, აწვდის პროდუქტის შეფასებებს და ავრცელებს დამოუკიდებელ რეკომენდაციებს. ორგანიზაცია 1936 წელს დაარსდა.