logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა შემომყვან ტურიზმს უფრო მეტად შეუწყობს ხელს" - Voyager 365

ვფიქრობ, რომ ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა უფრო შემომყვან ტურიზმს შეუწყობს ხელს, ვიდრე გამყვან ტურიზმს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა, მით უმეტეს ისეთი მსხვილი ავიაკომპანიის როგორიც British Airways-ია, ნამდვილად ძალიან კარგია.

"ვფიქრობ, რომ შემომყვანი ტურიზმისთვის ბრიტანეთის ბაზარი საკმაოდ საინტერესო და მსხვილი სეგმენტია. რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის მიმართულებას, ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ დიდი დატვირთვა არ გვექნება, რადგან მოგეხსენებათ, რომ სავიზო პროცედურები გვაქვს. ვიზები არც ისე მარტივად გაიცემა და შესაბამისად, ქართველ ტურისტებს საკმაოდ რთული პროცედურების გავლა უწევთ იმისთვის, რომ ბრიტანეთის ვიზა მიიღონ", - აცხადებს გოგა ქუცნიაშვილი.

ცნობისთვის, 31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე  გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. შედეგად, დღეიდან  ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით  დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

გამოგვყევით