საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის 17 მარტის კვირის მიმოხილვის მიხედვით, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 55.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.28% წინა კვირასთან შედარებით და +5.10% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 55.10 - 58.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.51%
წინა კვირასთან შედარებით და -1.05% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 371 ათას აქციაზე
მეტი შეადგინა, GBP 42.15 - 44.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 157 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.52 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.65% წინა კვირასთან შედარებით და +7.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 309 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.00 - 15.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.