logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2030 წელს $187 მლრდ-ს მიაღწევს

ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2030 წელს $187 მლრდ-ს მიაღწევს

1743251580

2021 წლის მონაცემებით, ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 11 მილიარდ დოლარს აღწევს.

პროგნოზების თანახმად კი, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 187 მილიარდს მიაღწევს. ასეთი მკვეთრი ზრდა განპირობებული იქნება შესაბამისი ცოდნის დაგროვება და მონაცემთა დიდი ბაზის ანალიტიკა. თუმცა ზრდის ასეთი ტემპები გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული.

World Economic Forum-ის მონაცემებით, რომელიც BMC Medical Informatics and Decision Making-ის კვლევას ეყრდნობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია დაუგეგმავი 14-დღიანი განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება. ეს კი მიზნობრივი ჩარევის შესაძლებლობას იძლევა და ხარჯებსაც ამცირებს. 
მიღწევების მიუხედავად, გამოწვევაც ბევრია. განსხვავებული მონაცემები, კონფიდენციალობის პრობლემები და ალგორითმების მიკერძოებულობა - ეს ის ხარვეზებია, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ახლავს.

ამიტომ, შესაბამისი მომზადების გარეშე, შესაძლოა, შეიქმნას გაუმართლებელი მოლოდინები და ნდობა შეარყიოს. ამის გათვალისწინებით, დაბალანსებული მიდგომა მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენებისთვის, იმავდროულად უნდა მოგვარდეს ეთიკური, კლინიკური და პრაქტიკული პრობლემები. სწორედ ამიტომ, ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჯანდაცვის სისტემებში ხელოვნუტი ინტელექტის განვითარება სიფრთხილით უნდა მოხდეს. 

JANDACVA.GE 

გამოგვყევით