logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"უცხოეთიდან გადმოსახლებული მოქალაქეების მხრიდან საქართველოდან მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა" - "ნოვა ტური"

ბოლო წლების განმავლობაში, უცხოეთიდან გადმოსახლებული მოქალაქეების მხრიდან საქართველოდან მოგზაურობაზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულებს შორის არიან რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. 

"ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით, 5%-მდე საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან. ეს ძირითადად ის კონტინგენტია, რომელიც თავისი ქვეყნიდან ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობდნენ. რადგან მათ ბინა დაიდეს საქართველოში - ცხადია, საქართველოდან იწყებენ მოგზაურობას და ეს ნაკადიც ბუნებრივია, იმ საერთო ნაკადში ითვლება, რომელსაც ვემსახურებით. ეს ის კონტინგენტია, რომელიც შედარებით ძვირიან ტურ-პაკეტებს ჯავშნის", - აცხადებს მამუკა ჯიქია.

კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, "ნოვა ტურის" გაყიდვები ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდებოდა, თუმცა წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება და ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ მიმართულებად ქართველებისთვის ანტალიის რეგიონი რჩება.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის მიმართულების გარდა, აქტუალურობას არ კარგავს ეგვიპტე, რომელიც უნიკალურია იმ კუთხით, რომ მას სეზონურობა არ გააჩნია.

გამოგვყევით