logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ავსტრალიაში, Routes Asia-ზეა წარმოდგენილი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ავსტრალიაში, Routes Asia-ზეა წარმოდგენილი

1742993767

ავსტრალიის ქალაქ პერთში საერთაშორისო გამოფენა Routes Asia მიმდინარეობს, სადაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს TAV Airports-ის მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს. სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ღონისძიების ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა ათობით ავიაკომპანიასთან. ამ შეხვედრების ფარგლებშილ, TAV Airports-ის წარმომადგენლებმა ავიაკომპანიებს გააცნეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისები და პოტენციალი.

Routes Asia წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღონისძიებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომლის მიზანიც ავიაკომპანიების, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და აეროპორტების ერთ სივრცეში თავმოყრაა. წლევანდელ შეხვედრაში 600-ზე მეტი ბიზნეს-სუბიექტი მონაწილეობს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია Tav Georgia  მუდმივად მუშაობს ახალი მიმართულებების განვითარებაზე. მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2025 წელს 8 ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას,  მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss,  Transavia France, Air Serbia და სხვ. ბათუმიდან კი ოპერირებას იწყებს 3 ახალი ავიაკომპანია. რაც შეეხება მიმართულებებს, თბილისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 13 ახალი მიმართულება ემატება, ბათუმიდან კი 4.

მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან წარმატებული ურთიერთობის გამო Routes Europe 2025-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა.

გამოგვყევით