logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სუბლიმირებული ხემსების ქართული საწარმო Izy ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

სუბლიმირებული ხემსების ქართული საწარმო Izy ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა ანა შაქარაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პროდუქციის ჩამონათვალს მალე ჩახოხბილი და ბოლონეზე, ასევე ნესვის, მარწყვის, ატამისა და სხვა ხილის ხემსებიც შეემატება.

ამ  ეტაპზე  კომპანია აწარმოებს  სამ ძირითად კერძს: ქართული ლობიო შენელებული სუნელებით,  კარტოფილის პიურე შებოლილი სულგუნით და  უკრაინული ბორში.  ხემსების ნაწილში კი ასორტიმენტი ასე გამოიყურება: შებოლილი ხრაშუნა სულგუნის ხემსი, ბანანის და ვაშლის სამი სახეობის  ნაზავი (მწვანე ვაშლი "სმიტი", "გოლდენი" და წითელი ვაშლი "სტარტი").

როგორც შაქარაშვილი აცხადებს, Izy-ს ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსები უახლოეს კვირებში "გუდვილსა" და Duty Free-ში  გაიყიდება. საწარმო მიმდინარე წელს ISO სერთიფიკატის მოპოვებას გეგმავს, რის შემდეგაც პროდუქცია ექსპორტზე ევროპასა და კანადაში უნდა გავიდეს. 

მისივე განცხადებით, პროდუქტი პრაქტიკულია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა ძირითადად მოლაშქრეებზეა გათვლილი, რადგან სუბლიმირებული კერძები თუ ხილის ხემსები სწრაფად მზადდება და წონა თითქმის არ აქვს.

ცნობისთვის, კომპანია Izy 2018 წელს დაარსდა, თუმცა ტექნოლოგიისა და ინვენტარის ჩამოტანამ, სხვადასხვა პროდუქტის ტესტირებამ, HACCP-ის  სტანდარტის დანერგვამ და სპეციალური შესაფუთი მასალების მიღებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო და ნატურალური ხემსები ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა.  

საწარმო წლიურად, პროდუქტის მიხედვით, საშუალოდ 3- დან 5 000-მდე შეფუთვას ამზადებს, თუმცა გაფართოებასთან ერთად წარმადობის გაზრდასაც გეგმავს. ამ ეტაპზე, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება. მათ შორის, ქსელურ, უბნის მაღაზიებში და აფთიაქებში. 

გამოგვყევით