logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თამაზ გაიაშვილი რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ზაფხულში გეგმავს

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ზაფხულში გეგმავს. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროს ესკიზური პროექტი დამტკიცებულია, თუმცა კომპანია სამშენებლო ნებართვის მისაღებად მუშაობას განაგრძობს.

რაც შეეხება ოპერატორ კომპანიას "ჯორჯიან ეარვეისში" აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს. აქვე აღსანიშნავია, რომ თამაზ გაიაშვილი 2022 წელს "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებდა, რომ სასტუმრო ოპერირებას Four season-ის ბრენდის ქვეშ დაიწყებდა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი სასტუმროს მშენებლობას, თბილისში, რუსთაველის 12-ში უკვე 16 წელია გეგმავს. მისი ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია თბილისის მერიაში წლებია შეტანილი აქვს, თუმცა, ნებართვა ჯერაც არ მიუღია. გარდა ამისა, 2022 წელს გაიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 70 მლნ აშშ დოლარი იქნებოდა.

გამოგვყევით