logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თორნიკე ცირამუა: "ბილიკი" Startup Wise Guys-ს პროგრამაში მოხვდა

აპლიკაცია "ბილიკი" (ტურისტული მარშრუტების გლობალური საბაზრო სივრცე) Startup Wise Guys-ს პროგრამაში მოხვდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"წლის კარგი დასაწყისი! https://biliki.ai/ Startup Wise Guys-ს პროგრამაში მოხვდა, რაც დაგვეხმარება, მდგრადი ტურიზმის ხედვებს მივუახლოვდეთ, დავხვეწოთ პროდუქტი და საერთაშორისო ბაზარზე დავმკვიდრდეთ.

მთელი წლის განმავლობაში ძალიან მაგარ ამბებს შემოგთავაზებთ და იმ შესაძლებლობების შესახებ რასაც Biliki.AI მოგცემთ,"-წერს ცირამუა.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია 2020 წელს შეიქმნა, რომელიც მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ასევე მათ საშუალება აქვთ შექმნან და გაყიდონ ტურები.

გამოგვყევით