logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვისოლ ჯგუფში" შემავალი კომპანია $17.8 მლნ-ის ღირებულების ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს

"ვისოლ ჯგუფში" შემავალი კომპანია $17.8 მლნ-ის ღირებულების ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს

1743058955

"ვისოლ ჯგუფში" შემავალი კომპანია $17.8 მლნ-ის ღირებულების ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. საუბარია "მპ დეველოპმენტზე", რომელიც  Galt & Taggart და TBC Capital-ის მხარდაჭერით, 17.8 მილიონ დოლარამდე 2-წლიანი, არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი 8.00%-8.75%-ია და ობლიგაციების შეძენის მინიმალური მოცულობა 1000 დოლარი

ობლიგაციების გამოშვება „აწარმოე საქართველოს“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იგეგმება. 

შეგახსენებთ, კომპანია " მპ დეველოპმენტი" 2012 წელს დაფუძნდა და ის "ვისოლ ჯგუფის" წევრია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ფხაკაძეა. 


გამოგვყევით