logo
Loading data...

"ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები" - ირაკლი კვერღელიძე

"ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები" - ირაკლი კვერღელიძე

1714399796

"ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე, განცხადებას ავრცელებს.

"დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია და ამ გზაზე, მნიშვნელოვანია, ღიაობა და გამჭვირვალობა. საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა. ყოველდღიურად იზრდება ევროპული ქვეყნებისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რაც განპირობებულია, სწორი და პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით და პირდაპირ მიანიშნებს ბიზნესის თავისუფლებაზე, რაც საბოლოო ჯამში დასავლური ინვესტიციების დაინტერესებას იწვევს და ამაზე მოწმობს, არაერთი საერთაშორისო კვლევა.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო აღწევს წარმატებებს ბევრი მიმართულებით და ეს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვისაა ხელსაყრელი, რათა შექმნას ეკონომიკური დოვლათი.ქვეყნის განვითარების გზაზე, ასევე ხაზგასასმელია გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროპული მომავალი, მათ აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს მისცემს,"- წერს კვერღელიძე 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით