თბილისში მდებარე Zorba and Bond Boutique Hotel-ის გენერალური მენეჯერის, ლიზი ნოდიას განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სასტუმროს კომპლექსს რესტორანი დაემატება.
როგორც ნოდიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე სასტუმრო 80-90%-იანი დატვირთვით მუშაობს და მისი მომხმარებლების დაახლოებით 90% უცხოელი ტურისტებია. ძირითადი ვიზიტორები ისრაელიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან ჩამოდიან.
„აუზის მოწყობა არ იგეგმება, რადგან ჩვენი კონცეფცია - ბუტიკ სასტუმროს მოდელი - ფოკუსირებულია მყუდრო გარემოსა და პერსონალიზებულ მომსახურებაზე, და არა ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურაზე,“ - აცხადებს ნოდია.
მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის პერიოდისთვის სასტუმროს ჯავშნები უკვე დიდი მოცულობით არის მიღებული, უმეტესად ისრაელიდან და თურქეთიდან.
„Zorba and Bond Hotel ცდილობს თბილისში სტუმართმოყვარეობის ახალი სტანდარტის დანერგვას - ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე და კომფორტული სივრცე, რომელიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს,“ - აცხადებს ლიზი ნოდია.
ცნობისთვის, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Zorba and Bond Boutique Hotel, რომელიც თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის №12-ში მდებარეობს, 2023 წლის მაისში გაიხსნა.